სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალი სასწავლო კურსი შეიმუშავა, რომელიც პროექტის „უნარების განვითარების გზით საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ქალთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა“ ფარგლებში, ხორციელდება. ახალი სასწავლო კურსი ,,დარგობრივი ენის კურსი IT ტექნოლოგიების, ვებდიზაინისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით" მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების აღნიშნული სფეროებით დაინტერესებას. კურსი ხელს უწყობს ამ მიმართულებებში არსებული სერვისების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ტექნიკური სფეროსთვის დამახასიათებელი ლექსიკის დაუფლებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც იუნესკოს (UNESCO) დაფინანსებით ხორციელდება, თავის მხრივ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების ერთიან საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრაციასა და მათ თვითრეალიზაციას შეუწყობს ხელს.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის სამართლებრივი დაცვის განყოფილების უფროს გაბრიელ ლოუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლების, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობა სახელმწიფო ენის სწავლების გზით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძე და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებში უფროსის თანაშემწე თეა კვირიკაშვილი. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოში გაეროს ლტოლვოლთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან 2018 წლიდან თანამშრომლობს. UNHCR-ის მხარდაჭერით სკოლამ არაერთი პროექტი წარმატებით განახორციელა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე, ლევან ქარუმიძე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს დაური ისმაილოვს და მერის პირველ მოადგილეს გიორგი გოდაბრელიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა წარადგინეს საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტსა და სკოლას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. დასასრულს მხარეები პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ეფექტიანი მმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
1910
საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამა16.600
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა401
კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამა"ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში არა მხოლოდ ცოდნა მივიღე, არამედ ბევრი მეგობარიც შევიძინე. სასწავლო პროცესი ძალიან საინტერესო იყო და ვიცი, რომ მეგობრებთან ერთად გატარებული ეს დღეები ლამაზ მოგონებად დამრჩება"
ეს არის ჩვენი კურსდამთავრებულის კომენტარები მიღებული გამოცდილების შესახებ..
ფიდან გალანდაროვა
"ჟვანიას სკოლაში მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად დამეხმარა ჩამებარებინა თელავის პროფესიულ კოლეჯში. გავხდი კომპიუტერული ქსელებისა და პროგრამების ტეკნიკოსი. ამჟამად ვმუშაობ ჩემს სოფელში ჩემივე პროფესიით"
ეს არის ჩვენი კურსდამთავრებულის კომენტარები მიღებული გამოცდილების შესახებ..
ელშან დუნიაევი
"2018 წელს წარმატებით ჩავაბარე საატესტატო გამოცდები, იმავე წელს ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და ახლა ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პირველ კურსზე. სწავლის პარალელურად მუშაობა დავიწყე, ეს ჩემთვის რთული არ იყო იმიტომ, რომ კარგად ვიცოდი CV-ს მომზადება და თავისუფლად ლაპარაკი ქართულ ენაზე"
ეს არის ჩვენი კურსდამთავრებულის კომენტარები მიღებული გამოცდილების შესახებ..
მახიზარ ოსმანოვა
"სახელმწიფო ენის არ ცოდნამ დასაქმებაში შემიქმნა პრობლემა. გადაწყვიტე შემესწავლა ქართული ენა და ამისთვის ჟვანიას სკოლას მივმართე. 2017 წლის სექტემბერიდან დავიწყე სწავლა, თავდაუზოგავი შრომის შედეგად ენას სწრაფად დავეუფლე, ბედი დაცვის პოლიციაში ვცადე, გამიმართლა, წარმატებით გავიარე შესარჩევი კონკურსი სახელმწიფო ენაზე და დავსაქმდი"
ეს არის ჩვენი კურსდამთავრებულის კომენტარები მიღებული გამოცდილების შესახებ..
რუსლან ჯაგაცპანიან
"ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა ყველა მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის ვინც მუშაობს საჯარო სამსახურში. კარიერის დაწყების პროცესში მუდმივად ვგრძნობდი, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა ძალიან დამეხმარებოდა."
ეს არის ჩვენი კურსდამთავრებულის კომენტარები მიღებული გამოცდილების შესახებ..
არმენ მარანგოზიან

