სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ადამიანური რესურსების მართვა საჯარო ორგანიზაციებში

სატრენინგო პროგრამა ადამიანური რესურსების მართვა საჯარო ორგანიზაციებში 
 
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს ადამიანური რესურსების მართვაში. კურსი განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის, ვისაც სურს, გახდეს საჯარო მოსამსახურე ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით, ასევე საჯარო ორგანიზაციებში დასაქმებული მოქმედი სპეციალისტებისთვის/მენეჯერებისთვის, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და სურვილი გაიღრმავონ ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ პროგრამას, რომლის გავლის შემდეგ გექნებათ სრული წარმოდგენა საჯარო ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის პროცესზე.

კურსის მიზანია მსმენელისთვის საჯარო სამსახურის სპეციფიკის და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებებით საბაზისო ცოდნის მიწოდება. კურსის ფარგლებში განიხილება ყველა ის ძირითადი პროცესი, რომლისგანაც შედგება თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემა. სწავლების ფორმა ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მსმენელების მაქსიმალურ ჩართულობას, დისკუსიებს, როლურ თამაშებსა და ქეისების მომზადებას სხვადასხვა თემაზე. 

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერტიფიკატის აღების წინაპირობაა ფინალურ ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღება.

ტრენერი - პროგრამას უძღვება ტრენერი ნინო ნანიკაშვილი, რომელსაც აქვს ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 15 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე მათ შორის საჯარო დაწესებულებებში. ტრენერს განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების,  თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით. არის საჯარო მოსამსახურეთა სავალდებულო პროგრამების აკრედიტებული ტრენერი.

თემატიკა:

საჯარო სამსახურის სპეციფიკის ზოგადი მიმოხილვა
  • საჯარო სამსახური და მისი ინსტიტუციური მოწყობა;
  • საჯარო სამსახურის პრინციპები და ღირებულებები;
  • საჯარო ორგანიზაციის სტრუქტურა და მართვის (მენეჯმენტის) ფორმები;
  • საჯარო მოსამსახურე;
  • ეთიკა და ღირებულებები საჯარო სამსახურში;
  • საჯარო მოსამსახურის პროფესიული საქმიანობის სტანდარტები

ადანიანური რესურსების მართვა საჯარო ორგანიზაციებში
  • რა მისია, როლი და ფუნქცია აქვს HR-ს დაწესებულებაში;
  • HR სტრატეგია და მისი ფორმირება;
  • კორპორატიული კულტურა და მისი გავლენა HR სტრატეგიაზე;
  • სამართლებრივი ურთიერთობების მართვა;
  • თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს შეფასება, შეფასების მეთოდები;
  • უკუკავშირის მოდელები და მიდგომები;
  • სამუშაოს გაუმჯობესების ფორმა და მიდგომები;
  • თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა და მართვა;
  • თანამშრომლების აღიარების ინსტრუმენტები;
  • თანამშრომელთა კარიერული განვითარება;
  • ტალანტების მართვა დაწესებულებაში;
  • დისციპლინარული პოლიტიკა;
  • შერჩევის თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები;
  • სამუშაოს ანალიზი და სამუშაოს აღწერილობების შემუშავება და მართვა;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესი, საორიენტაციო პროგრამა.
ტექნიკური აღწერილობა/სწავლების ჩატარების ადგილი
ხანგრძლივობა:  6 დღე - 17 საათი
სწავლების ენა: ქართული.
სწავლება ხორციელდება დისტანციურად

რეგისტრაცია/ჩარიცხვა: პროგრამით დაინტერესებულმა ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირებმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა

სწავლის საფასური: 305 ლარი

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:  
საბანკო კოდი: TRESGE22                                                                          
მიმღების დასახელება -  სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
ანგარიშსწორების ანგარიში -  707697119
გთხოვთ, გადახდის დანიშნულებაში მიუთითოთ: საჯარო ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვა.


საკონტაქტო პირი 
მარიამ დარასელია - საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი
ელ.ფოსტა: m.daraselia@zspa.ge
მობ: 599512414