მოხელის მენეჯერული უნარები
პროგრამის ხელმძღვანელი:
|
ნინო გულეიშვილი ელ-ფოსტა:ninognerc@gmail.com |
2015 წელს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლმა შექმნა სამართლებრივი საფუძველი მოხელის პროფესიული განვითარების ერთიანი, სისტემური, საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული განვითარების ციკლის შესაქმნელად. პროფესიული განვითარება განსაკუთრებულ როლს თამაშობს მოხელის კარიერულ განვითარებაში და საჯარო მოხელის პროფესიული განვითარებისთვისპროგრამების შექმნა ემსახურება არა მხოლოდ მოხელის ინტერესს, არამედ საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა დამთლიანად საჯარო სამსახურის ინტერესებს რაც, საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილება ითვალისწინებს საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამებს როგორიც არის: „მოხელის მენეჯერული უნარები"და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება"და რომლის განხორციელებასაც უზრუნველყოფს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფოადმინისტრირების სკოლა.
პროგრამა - „მოხელის მენეჯერული უნარები"განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე I და II რანგის მოხელეთათვის რათა გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 40 აკადემიური საათითდა ითვალისწინებს ისეთ საგნებს, როგორებიცაა: 1. სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა, სამოქმედო გეგმების შემუშავება), 2. მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა, 3. გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე, 4. პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა, 5. საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები. პროგრამის განხორციელების შედეგადმოხდება იმ კომპეტენციების განვითარება, რომელიც მნიშვნელოვანია აღნიშნული სამიზნე ჯგუფისათვის სამუშაოს შესრულების პროცესში. ესენია: საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი; სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი; სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი; ცვლილებების/ სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი; მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი; გუნდის განვითარების უნარი; ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი; პრობლემის გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
ჟვანიას სკოლის მიერ პროგრამების განხორციელება მოხდება იმ მეთოდების საშუალებით, რომლებიც ხელს შეუწყობს კომპეტენციის განვითარებას და მოხელის თეორიული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში ასევე, შედეგზე ორიენტირებისთვის და უნარების გამომუშავების ეფექტურობის ზრდისთვის სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება სწავლების თანამედროვე მეთოდიკა, რომელიც გააუმჯობესებს მიწოდებული ინფორმაციის აღქმასა და დასწავლის ხარისხს.
პროგრამით გათვალისწნიბებულია მსმენელთა ცოდნის შეფასების სისტემა რაც სერტიფიკატის გაცემის საფუძველს წარმოადგენსდა ტრენინგებს გაუძღვებიან სათანადო გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე ტრენერები(გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში სწავლების შედეგების შეფასების მეთოდოლოგია).პროგრამა უზრუნველყოფილია შესაბამისი ელექტრონული სახელმძღვანელოებით და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით და ხორციელდება სკოლის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებშიდა, ასევე, იმ დაწესებულებების შენობებში, რომლებთანაც სკოლას აქვს გაფორმებული მემორანდუმი ტრენინგისპროცესში შენობა-ნაგებობების გამოყენების თაობაზე.
გთხოვთ, პროგრამის სასწავლო სილაბუსის გაცნობის მიზნით, დაუკავშირდეთ სკოლის ადმინისტრაციას:
ტელ: 995 431 232601
ელ-ფოსტა: zspa@zspa.ge
კურიკულუმი საბაზისო პროგრამა მოხელის მენეჯერული უნარები-იხილეთ ბმული
სწავლის შედეგების შეფასების მეთოდოლოგია-იხილეთ ბმული