პროგრამა ემსახურება ტრენერთა მომზადებას ან/და გადამზადებას სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში, რათა მათ შემდგომში უზრუნველყონ ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.
პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. პროგრამის თეორიული ნაწილი შედგენილია იმ პროფესიონალების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების წარმართვაში და სწორედ ისინი უძღვებიან სასწავლო პროცესს.
პროგრამის მიზანია - დაინტერესებულ პირებს /მომავალ ქართულის, როგორც მეორე ენის ტრენერებს, მიაწოდოს სათანადო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ესაჭიროებათ საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებისთვის .
პროგრამა ასევე მიზნად ისახავს წარმატებული კურსდამთავრებულების სკოლის ბაზაზე დასაქმებას ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებისა და ინტეგრაციის მიმართულების ტრენერებად.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერად მუშაობის მსურველი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ავტორიზებული ან/და აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარული სპეციალობის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის მქონე ან ამავე ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან/და მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ჰუმანიტარული მეცნიერებების აკადემიური ხარისხის მქონე პირებს ან პირებს რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია ქართული ენისა და ლიტერატურის/ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების.
მსმენელებს გადაეცემათ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის წარმატებით დასრულების შესაბამისი სერტიფიკატი.
პროგრამის ამოცანები
პროგრამის ხანგრძლივობა და აღწერილობა
პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს - 24 კვირა;
პროგრამა განხორციელედება ჰიბრიდული მეთოდით (როგორც დისტანციურად, ასევე პირისპირ);მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო ელექტრონული და ბეჭდური რესურსები .
თეორიული სწავლება შედგება 3 კურსისგან - 182 საათი (ას ოთხმოცდაორი საათი);
პრაქტიკული სწავლება შედგება სამი ნაწილისგან - 72 საათი(სამოცდათორმეტი საათი);
პროგრამის შედეგები:
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის შედეგად ჩამოყალიბდება ტრენერი, რომელიც შეძლებს:
პროგრამის განხორციელების შედეგად მსმენელები განივითარებენ ისეთ პიროვნულ და პროფესიულ უნარებს და კომპეტენციებს, როგორებიცაა: