სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

B1+დონე (სამართალმცოდნეობა)


მსმენელმა შეისწავლოს ქართული ენის საფუძვლები  - „ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს“ მიხედვით,  B1+ დონეზე, შეძლოს: 

  • ზეპირი კომუნიკაცია სახელმწიფო ენაზე ყოველდღიურ და პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებულ  თემებზე;
  • სახელმწიფო ენაზე მიღებული ინფორმაციის წაკითხვა-განხილვა;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით კორესპონდენციის წარმოება;
  • სახელმწიფო ენის პრაქტიკული გამოყენება პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე  კომუნიკაციისას.

სწავლების დამთავრების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • ოფიციალური დოკუმენტების მომზადებას;
  • სწორად ამოიცნობს პროფესიასთან/ საქმიანობასთან დაკავშირებული ტერმინების მნიშვნელობას; 
  • სწორად გაიგებს მოსმენილ ინფორმაციას პროფესიასთან/საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • სწორად აღიქვამს პროფესიასთან/საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციულ ტექსტებსა და კორესპონდენციას;
  • სწორად გამოიყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ტერმინებს პროფესიასთან/საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას;
  • მოამზადებს პრეზენტაციას პროფესიასთან/საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე;
  • წინასწარი მომზადების საფუძველზე გადმოცემს ინფორმაციას პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე ტექსტის შინაარსის თარგმნის, რეზიუმირებისა თუ ინტერპრეტირების გზით.

სწავლა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სქემების მიხედვით:

  • 12 კვირა - კვირაში 6სთ-იანი დატვირთვით;
  • 10 კვირა - კვირაში 8სთ-იანი დატვირთვით;
  • 8 კვირა  - კვირაში 10სთ-იანი დატვირთვით;

საკონტაქტო საათების რაოდენობა შეადგენს  82 ასტრონომიულ საათს

ფასდება: 

  1. მეცადინეობებზე დასწრება (10ქ);
  2. სწავლის პროცესში მიღებული უნარები  შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების მიხედვით (25ქ);
  3. შუალედური ტესტირება (2) (25–25ქ);
  4. ფინალური გამოცდა (40ქ). 

მინიმალური ზღვარი, რომლის დაძლევაც მოეთხოვება მსმენელს, არის 70 ქულა, იმ პირობით, რომ საბოლოო ტესტირება-გასაუბრების  შეფასება არ უნდა იყოს 25 ქულაზე ნაკლები.