პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება
პროგრამის ხელმძღვანელი:
|
ნინო გულეიშვილი ელ-ფოსტა:ninognerc@gmail.com |
2015 წელს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლმა შექმნა სამართლებრივი საფუძველი მოხელის პროფესიული განვითარების ერთიანი, სისტემური, საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული განვითარების ციკლის შესაქმნელად. პროფესიული განვითარება განსაკუთრებულ როლს თამაშობს მოხელის კარიერულ განვითარებაში და საჯარო მოხელის პროფესიული განვითარებისთვისპროგრამების შექმნა ემსახურება არა მხოლოდ მოხელის ინტერესს, არამედ საჯარო დაწესებულების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა დამთლიანად საჯარო სამსახურის ინტერესებს რაც, საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
„პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის№242 დადგენილება ითვალისწინებს საჯარო მოხელისპროფესიულიგანვითარების საბაზისო პროგრამებს როგორიც არის: „მოხელის მენეჯერული უნარები"და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება"და რომლის განხორციელებასაც უზრუნველყოფს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფოადმინისტრირების სკოლა.
პროგრამის "პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება"განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავეIII და IVრანგისმოხელეთათვის რათა მოხდეს მათიპროფესიული განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევეპრაქტიკული უნარების გაუმჯობესების გზით. პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 24 აკადემიური საათითდა ითვალისწინებს ისეთ საგნებს, როგორებიცაა: 1. ადმინისტრაციული წარმოება, 2. ეთიკა საჯარო სამსახურში, 3. პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა, 4. ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა. პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში მომუშავე პირებმა უკეთ განახორციელონ საჯარო სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე უფლებამოსილებები და განავითარონ ის განსაკუთრებული უნარები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საჯარო სამსახურის განხორციელებისათვის. აღნიშნულ კომპეტენციებს წარმოადგენს: ეფექტური კომუნიკაცია, დამოუკიდებელი მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, კომპლექსური აზროვნება, დროის ეფექტიანი მართვა, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი, საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი, ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.
ჟვანიას სკოლის მიერ პროგრამების განხორციელება მოხდები იმ მეთოდების საშუალებით, რომლებიც ხელს შეუწყობს კომპეტენციის განვითარებას და მოხელის თეორიული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში ასევე, შედეგზე ორიენტირებისთვის და უნარების გამომუშავების ეფექტურობის ზრდისთვის სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება სწავლების თანამედროვე მეთოდიკა, რომელიც გააუმჯობესებს მიწოდებული ინფორმაციის აღქმასა და დასწავლის ხარისხს.
პროგრამით გათვალისწნიბებულია მსმენელთა ცოდნის შეფასების სისტემა რაც სერტიფიკატის გაცემის საფუძველს წარმოადგენსდა ტრენინგებს გაუძღვებიან სათანადო გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე ტრენერები(გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში სწავლების შედეგების შეფასების მეთოდოლოგია). პროგრამა უზრუნველყოფილია შესაბამისი ელექტრონული სახელმძღვანელოებით და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით და ხორციელდება სკოლის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებშიდა , ასევე, იმ დაწესებულებების შენობებში, რომლებთანაც სკოლას აქვს გაფორმებული მემორანდუმი ტრენინგისპროცესში შენობა-ნაგებობების გამოყენების თაობაზე.
გთხოვთ, პროგრამის სასწავლო სილაბუსის გაცნობის მიზნით, დაუკავშირდეთ სკოლის ადმინისტრაციას:
ტელ: 995 431 232601
ელ-ფოსტა: zspa@zspa.ge
კურიკულუმი საბაზისო პროგრამა პიროვნული და პროფესიული კომპეტენცების განვითარება - იხილეთ ბმული
სწავლის შედეგების შეფასების მეთოდოლოგია - იხილეთ ბმული