მსმენელმა შეისწავლოს ქართული ენის საფუძვლები - „ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს“ მიხედვით, B1+ დონეზე, შეძლოს:
- ზეპირი კომუნიკაცია სახელმწიფო ენაზე ყოველდღიურ და პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე;
- სახელმწიფო ენაზე მიღებული ინფორმაციის წაკითხვა-განხილვა;
- სახელმწიფო ენაზე პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით კორესპონდენციის წარმოება;
- სახელმწიფო ენის პრაქტიკული გამოყენება პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაციისას.
სწავლების დამთავრების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- ოფიციალური დოკუმენტების მომზადებას;
- სწორად ამოიცნობს პროფესიასთან/ საქმიანობასთან დაკავშირებული ტერმინების მნიშვნელობას;
- სწორად გაიგებს მოსმენილ ინფორმაციას პროფესიასთან/საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- სწორად აღიქვამს პროფესიასთან/საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციულ ტექსტებსა და კორესპონდენციას;
- სწორად გამოიყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ტერმინებს პროფესიასთან/საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას;
- მოამზადებს პრეზენტაციას პროფესიასთან/საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე;
- წინასწარი მომზადების საფუძველზე გადმოცემს ინფორმაციას პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე ტექსტის შინაარსის თარგმნის, რეზიუმირებისა თუ ინტერპრეტირების გზით.
სწავლა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სქემების მიხედვით:
- 12 კვირა - კვირაში 6სთ-იანი დატვირთვით;
- 10 კვირა - კვირაში 8სთ-იანი დატვირთვით;
- 8 კვირა - კვირაში 10სთ-იანი დატვირთვით;
საკონტაქტო საათების რაოდენობა შეადგენს 82 ასტრონომიულ საათს
ფასდება:
- მეცადინეობებზე დასწრება (10 ქ);
- სწავლის პროცესში მიღებული უნარები შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების მიხედვით (25 ქ);
- შუალედური ტესტირება (2) (25–25ქ );
- ფინალური გამოცდა (40ქ).
მინიმალური ზღვარი, რომლის დაძლევაც მოეთხოვება მსმენელს, არის 70 ქულა, იმ პირობით, რომ საბოლოო ტესტირება-გასაუბრების შეფასება არ უნდა იყოს 25 ქულაზე ნაკლები.