სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

პროგრამა საზოგადოებასთან ურთიერთობა და სტრატეგიული კომუნიკაცია

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ონლაინ სასერტიფიკატო პროგრამას საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით. ჩვენ გთავაზობთ ეფექტურ პროგრამას, რომლის გავლის შემდეგ გექნებათ სრული წარმოდგენა საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესზე, სტრატეგიული კომუნიკაციის არსსა და სისტემებზე.

კურსის მიზანია

საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამის მიზანია შეასწავლოს მსმენელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაზისური ელემენტების გამოყენება, როგორებიც არის: კვლევა, აქტივობების დაგეგმვა და ეფექტურობის შეფასება, კომუნიკაციის სტრატეგიის აგებულება და ეფექტურობის განმსაზღვრელი ფაქტორები. კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან და გამოიმუშავებენ პიარ - საკომუნიკაციო აქტივობების, სტრატეგიული გეგმისა და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარებს. კურსი ორიენტირებულია მსმენელებს გამოუმუშაოს დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევა, რათა მათ შეძლონ საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის სტრატეგიების შემუშავება.

სწავლების ფორმა ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მსმენელების მაქსიმალურ ჩართულობას, დისკუსიებს, როლურ თამაშებსა და ქეისების განხილვას.

ტრენერი - გიორგი ემინაშვილი, რომელსაც აქვს სტრატეგიული მართვის, სტრატეგიული კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში 23 წლიანი გამოცდილება როგორც პრაქტიკული, ასევე სატრენერო მიმართულებებით. განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი ორგანიზაციული სტრატეგიების, სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით. არის საჯარო მოსამსახურეთა სავალდებულო პროგრამების ავტორი და აკრედიტებული ტრენერი.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროგრამა განკუთვნილია, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და სურვილი გაიღრმავონ ცოდნა, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის.

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის გავლის დამადასტურებელისერტიფიკატი. სერტიფიკატის აღების წინაპირობაა ფინალურ ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღება.

თემატიკა:

საჯარო სამსახურის სპეციფიკის ზოგადი მიმოხილვა:

 

  • საჯარო სამსახური და მისი ინსტიტუციური მოწყობა;
  • საჯარო სამსახურის პრინციპები და ღირებულებები;
  • საჯარო ორგანიზაციის სტრუქტურა და მართვის (მენეჯმენტის) ფორმები;
  • საჯარო მოსამსახურე;
  • ეთიკა და ღირებულებები საჯარო სამსახურში;
  • საჯარო მოსამსახურის პროფესიული საქმიანობის სტანდარტები;

 

საზოგადოებასთან ურთიერთობა და სტრატეგიული კომუნიკაცია:

 

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის არსი და მიზანი;
  • მედია აუდიტი და კვლევა;
  • საზოგადოებრივი აზრის კონცეფცია, მოდელები და მექანიზმები;
  • კომუნიკაციის მოდელები, სტრატეგიული კომუნიკაცია ;
  • კომუნიკაციის პროცესი და აგებულება;
  • კომუნიკაციის მოდელები და მიდგომები;
  • საკომუნიკაციო არხები და მათი გამოყენების სპეციფიკაციები;
  • კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და მიმღებთა კლასიფიკაცია / დაჯგუფება;
  • კომუნიკაციის პროცესის მართვა;
  • პიარ კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა, გეგმის ელემენტები, გეგმის განხორციელება, შეფასება;
  • მედიასთან ურთიერთობა - მედია დოკუმენტების აგებულება, (ანონსი და რელიზი მედიისთვის);

 

კურსის ხანგრძლივობა - სწავლის ხანგრძლივობა: 6 დღე;

კურსის მოცულობა: 17 საათი;

სწავლების ფორმა: დისტანციური;

სწავლების ენა: ქართული.

რეგისტრაცია/ჩარიცხვა: პროგრამით დაინტერესებულმა ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირებმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა

სწავლის საფასური: 365 ლარი


თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი: TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 707697119

გადახდის დანიშნულებაში მიუთითეთ: საზოგადოებასთან ურთიერთობის და სტრატეგიული კომუნიკაციის ონლაინ სასერტიფიკატო პროგრამა.


საკონტაქტო პირი - მარიამ დარასელია, საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი.

ელ.ფოსტა: m.daraselia@zspa.ge

მობ: 599512414