ხელშეკრულება სწავლების შესახებ
წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს და არეგულირებს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო
ადმინისტრირების სკოლასა (შემდგომში - სკოლა) და კონკრეტული სასწავლო კურსის
ბენეფიციარს (შემდგომში - ბენეფიციარი) შორის ურთიერთობას, სკოლისა და ბენეფიციარის
უფლებებსა და ვალდებულებებს.
სწავლებით დაინტერესებული პირის სააპლიკაციო ფორმის განხილვის და შერჩევის შემდგომ, პირი
ჩაირიცხება შერჩეულ სასწავლო კურსზე და მას მიენიჭება ბენეფიციარის სტატუსი.
1. ხელშეკრულების საგანი:
ხელშეკრულების საგანია შერჩეული კურსით გათვალისწინებული სწავლება.
2. იმ პირობის გათვალისწინებით, რომ სკოლა:
2.1. შეუქმნის ბენეფიციარს სწავლისათვის აუცილებელ პირობებს;
2.2. უზრუნველყოფს ბენეფიციარს სასწავლო პროგრამის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი
განათლებისა და უნარ-ჩვევების მიღების შესაძლებლობით;
2.3.უზრუნველყოფს ბენეფიციარის მომზადებას დამტკიცებული სასწავლო პროგრამების
მიხედვით;
2.4. უზრუნველყოფს სწავლებას კვალიფიციური ტრენერების მეშვეობით;
2.5. პროგრამის დაძლევის შემთხვევაში ბენეფიციარს მისცემს შესაბამის სერტიფიკატს.
ბენეფიციარი ვალდებულია:
2.7. დაიცვას სწავლის რეჟიმი და დისციპლინა, დაესწროს ყველა მეცადინეობას, გამონაკლის
შემთხვევებში (ოჯახური პირობები, ავადმყოფობა...) მეცადინეობის გაცდენის შესახებ
ინფორმაცია მიაწოდოს პასუხისმგებელ პირს;
2.8. მიიღოს და შეასრულოს ტრენერის მითითებები, რომლებიც მიმართულია სრულფასოვანი და
ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვასთან (მათ შორის კამერის ჩართვა და საგაკვეთილო
პროცესის ვიდეოჩანაწერში მონაწილეობა) და ამ ბენეფიციარის მიერ მეცადინეობაზე წესრიგის
დარღვევის აღკვეთასთან;
2.9. შეასრულოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები და დავალებები;
2.10. სასწავლო კურსის სრულად გავლის შემდეგ ჩააბაროს პროგრამით გათვალისწინებული
გამოცდები.
წინამდებარე ხელშეკრულების 2.7-2.8 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლა იტოვებს უფლებამოსილებას, ბენეფიციარს ერთჯერადად
გამოუცხადოს გაფრთხილება, ხოლო მიმდინარე საგაკვეთილო საათი ჩაუთვალოს გაცდენაში.
2.7-2.8 პუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის სისტემატურად განმეორების შემთხვევაში
სკოლა უფლებამოსილია აღარ დაუშვას ბენეფიციარი ონლაინ გაკვეთილზე და არ გასცეს მასზე
პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
3. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა
ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით ან სასწავლო პროცესის
დასრულებამდე მსმენელის ამორიცხვის/გარიცხვის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში;
4. სადავო საკითხების განხილვა
4.1. მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით;
4.2. თუ მოლაპარაკების გზით შეთანხმება არ იქნა მიღწეული, მაშინ ამ ხელშეკრულებასთან
დაკავშირებული ნებისმიერი დავის გადასაწყვეტად, მხარეები საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მიმართავენ საერთო სასამართლოს.
5. სხვა პირობები:
5.1. ხელშეკრულება ძალაში შედის სწავლებით დაინტერესებულ პირისთვის ბენეფიციარის
სტატუსის მინიჭების მომენტიდან და მოქმედებს მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
5.2. სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობა განისაზღვრება შესაბამისი დამტკიცებული პროგრამის
მიხედვით.
ვადასტურებ, რომ გავეცანი სკოლის ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას