სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საჯარო მმართველობა


პროგრამის მენეჯერი:

ელ-ფოსტა:


საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების განახლებული პროგრამა ხორციელდება 2014 წლიდან.

პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარება, როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების გზით.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია საჯარო მმართველობის სფეროში. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე: http://www.zspa.ge/registration

რეგისტრაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში.

პროგრამით სწავლება წარიმართება ქართულ ენაზე. არაქართულენოვან მსმენელებს დამატებით მოეთხოვებათ სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის B1 დონის სერტიფიკატი ან სკოლის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობა და ბარიერის გადალახვა.

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში განისაზღვრება 10-17 კაცის ოდენობით.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ პროგრამით გათვალისწინებული სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საჯარო მმართველობის პროგრამის შემადგენლობაში შედის:

1. გრძელვადიანი კომპლექსური კურსები (ჩატარების ადგილი ქუთაისი).

665 ლარი-მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

980 ლარი-მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.

1.1 საჯარო ორგანიზაციების მართვა;

1.2 ფინანსების მართვა და შიდა აუდიტი საჯარო სექტორში;

1.3 ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოებასაჯარო სექტორში;

1.4 საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;

1.5 ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა;


2. მოკლევადიანი სპეციალიზებული კურსები (ჩატარების ადგილი ქუთაისი).

50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

80 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.

2.1 ადამიანური რესურსების მართვა

2.2 კომუნიკაციის ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისათვის

2.3 გზების მშენებლობისა და კეთილმოწყობის ტექნიკური ზედამხედველობა

2.4 კომუნიკაციის ფსიქოლოგია საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისათვის

2.5 პიარის საფუძვლები

2.6 პროგრამული ბიუჯეტი

2.7 საბუღალტრო აღრიცხვა

2.8 სამოქალაქო მშენებლობა, ნორმები და ტექნიკური ზედამხედველობის განხორცილება

2.9 სასმელი წყლის მაგისტრალების მშენებლობა და მათი ტექნიკური ზედამხედველობა

2.10 საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა (საჯარო მოხელეთათვის)

2.11 საჯარო/მუნიციპალური მომსახურების მართვა

2.12 საჯარო ფინანსების მართვა

2.13 საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა (სკოლის წარმომადგენელთათვის)

2.14 შიდა აუდიტი საჯარო მმართველობაში

2.15 მოქალაქეთა ეფექტური მომსახურების ტექნოლოგიები

2.16 პოლიტიკური პიარი


3. მოკლევადიანი სპეციალიზებული გასვლითი კურსი (მომსახურების მიწოდება ადგილზე)

50 ლარი(ერთი დღე)-მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

3.1 საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა (საჯარო მოხელეთათვის)

3.2 საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა (სკოლის წარმომადგენელთათვის)


  საჯარო მმართველობა - იხილეთ ბმული