სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

პროგრამა ,, სამოქალაქო შენობების ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა’’

პროგრამა ,, სამოქალაქო შენობების ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა’’

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ონლაინ სასერტიფიკატო პროგრამას ,,სამოქალაქო შენობების ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა’’. ეს არის ეფექტური პროგრამა, რომლის გავლის შემდეგ გექნებათ სრული წარმოდგენა სამოქალაქო ტიპის შენობების ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის როლზე საჯარო მმართველობაში, მის სახეებსა და მათი განხორციელების ძირითად პრინციპებზე.

კურსის მიზანი

სამოქალაქო შენობების ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სწავლების მიზანია, მსმენელმა შეძლოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, აიმაღლოს კვალიფიკაცია სამოქალაქო შენობების ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, მართვისა და ტექნიკური ზედამხედველობის კუთხით, ასევე განივითაროს შესაბამისი უნარ-ჩვევები, შეძლოს საქართველოში მოქმედი ნორმებითა და სხვადასხვა საერთაშორისო რეგულაციების დაცვით, აღრიცხოს შესრულებული სამუშაოების ზუსტი მოცულობები და მიიღოს მაღალი ხარისხის თანამედროვე სამოქალაქო ტიპის შენობები.

სწავლების ფორმა ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მსმენელების მაქსიმალურ ჩართულობას, დისკუსიებს, როლურ თამაშებსა და ქეისების განხილვას.

ტრენერი - ვახტანგ ბაბუციძე და დიმიტრი ჩარგეიშვილი, რომელთაც აქვთ 10 წელზე მეტი გამოცდილება საჯარო სექტორში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის მიმართულებით.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროგრამა განკუთვნილია საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და სურვილი, გაიღრმავონ ცოდნა, ასევე, დამწყები სპეციალისტებისთვის.

სწავლების დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის გავლის დამადასტურებელისერტიფიკატი. სერტიფიკატის აღების წინაპირობაა ფინალურ ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღება.

თემატიკა:

  • მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის გარდაუვალი აუცილებლობა; ტექნიკური ზედამხედველისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები;
  • შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების დადგენისა და დეფექტური აქტის მომზადების ძირითადი მეთოდები;
  • შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის, ფორმა №3-ის გარჩევა, საამშენებლო აქტის ტიპები და კონტროლის მექანიზმები;
  • პროექტში ცვლილებების შეტანის სამართლებრივი პრინცები;
  • სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების პრევენცია გამოუვალ სიტუაციებში;
  • სამშენებლო ტექნოლოგიების, სამუშაოთა მოცულობების და ხარისხის, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა/კონტროლის მექანიზმები.

კურსის ხანგრძლივობა - სწავლის ხანგრძლივობა: 6 დღე;

კურსის მოცულობა: 17 საათი;

სწავლების ფორმა: დისტანციური;

სწავლების ენა: ქართული.

რეგისტრაცია/ჩარიცხვა: პროგრამით დაინტერესებულმა ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა.

სწავლის საფასური: 365 ლარი

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი: TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.

ანგარიშსწორების ანგარიში - 707697119

გადახდის დანიშნულებაში მიუთითეთ: ონლაინპროგრამა ,,სამოქალაქო შენობების ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა’’

საკონტაქტო პირი - მარიამ დარასელია, საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი.

ელ.ფოსტა: m.daraselia@zspa.ge

მობ: 599512414