მსმენელმა განიმტკიცოს სახელმწიფო ენის საფუძვლები -„ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს“ მიხედვით, A2+ დონეზე, შეძლოს :
- პროფესიული ტერმინების ადეკვატურად გაგება-გააზრება.
- მარტივი წერილობითი ტექსტების მომზადება;
- მარტივი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინფორმაციის, მათ შორის რეკომენდაციის, გაგება;
- პროფესიულ თემებზე გამართულ მარტივ დიალოგებში ჩართვა და მსჯელობისას საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა არგუმენტებით.
სწავლების დამთავრების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- მოამზადებს მარტივ წერილობით ტექსტებს პროფესიული ტერმინების გამოყენებით;
- გაიგებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე მოსმენილ ინფორმაციას;
- გამოიყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ტერმინებს კოლეგებთან საუბრისას;
- მოამზადებს მარტივ პრეზენტაციას კონკრეტულ თემებზე;
- ჩაერთვება მარტივ დიალოგებში და გამოხატავს პოზიციას პროფესიულ საკითხებზე მსჯელობისას;
- შეძლებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის ძირითადი ასპექტების აღწერას.
სწავლა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სქემების მიხედვით:
- 14 კვირა - კვირაში 6სთ-იანი დატვირთვით;
- 10 კვირა - კვირაში 8სთ-იანი დატვირთვით;
- 8 კვირა - კვირაში 10სთ-იანი დატვირთვით;
საკონტაქტო საათების რაოდენობა შეადგენს 80 ასტრონომიულ საათს
ფასდება:
- მეცადინეობებზე დასწრება (10ქ);
- სწავლის პროცესში მიღებული უნარები შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების მიხედვით (25ქ);
- შუალედური ტესტირება (2) (25–25ქ);
- ფინალური გამოცდა (40ქ).
მინიმალური ზღვარი, რომლის დაძლევაც მოეთხოვება მსმენელს, არის 70 ქულა, იმ პირობით, რომ საბოლოო ტესტირება-გასაუბრების შეფასება არ უნდა იყოს 25 ქულაზე ნაკლები.