სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

A1 დონე (ენის გასაღები)


მსმენელმა შეისწავლოს ქართული ენის საფუძვლები - „ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს“ მიხედვით, A1 დონეზე, შეძლოს: 

  • სპეციფიკური ქართული ბგერების სწორად წარმოთქმა;
  • ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული  მარტივი ტექსტების ადეკვატურად გაგება;
  • ძირითადი გრამატიკული ცნებებისა და კატეგორიების გაცნობიერება, რაც  გაუადვილებს მსმენელს სწორად წერასა და მეტყველებას;
  • მოკლე ტექსტის შედგენა მარტივი, ერთმანეთთან აზრობრივად დაკავშირებული წინადადებებით;
  • ელემენტარული კომუნიკაცია ქართულ ენაზე;
  • ლექსიკური მარაგის გააზრებულ გამოთქმებად გარდაქმნა;
  • მარტივი დოკუმენტების შედგენა (წერილი, რეზიუმე, განცხადება).

სწავლების დამთავრების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • ცალკეული წინადადებებისა და ხშირად ხმარებული გამოთქმების (რომლებიც დაკავშირებულია ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის ძირითად სფეროებთან) გაგებას;
  • ნაცნობ ან საყოფაცხოვრებო თემებზე მარტივი ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტას;
  • მარტივი გამოთქმებით საკუთარ თავზე, სხვებზე და გარემოზე ლაპარაკს;
  • ყოველდღიური ცხოვრებისა და საკუთარი პროფესიული საქმიანობის ძირითადი ასპექტების აღწერას;
  • მეტყველებაში ნაცნობი ფრაზებისა და გამოთქმების (რომლებიც საჭიროა კონკრეტული საქმის შესასრულებლად) გამოყენებას;
  • მარტივ საუბრებში მონაწილეობის მიღებას, შეკითხვების დასმას;
  • მარტივი, კონკრეტული, ადვილად მისახვედრი ინფორმაციის პოვნასა და გაგებას: სტატიებში, რეკლამებში, განრიგებში;
  • დიალოგში მონაწილეობას, თუ მოსაუბრე ელაპარაკება ნელა და გარკვევით, საჭიროებისამებრ უმეორებს ნათქვამს.

სწავლა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სქემების მიხედვით:

  • 20 კვირა - კვირაში 6სთ-იანი დატვირთვით;
  • 15 კვირა - კვირაში 8სთ-იანი დატვირთვით;
  • 12 კვირა - კვირაში 10სთ-იანი დატვირთვით.

საკონტაქტო საათების რაოდენობა შეადგენს 120 ასტრონომიულ საათს.

ფასდება: 

  1. მეცადინეობებზე დასწრება (10ქ);
  2. სწავლის პროცესში მიღებული უნარები შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების მიხედვით (20ქ);
  3. შუალედური ტესტირება (2) (15-15ქ);
  4. ფინალური გამოცდა (40ქ). 

მინიმალური ზღვარი, რომლის დაძლევაც მოეთხოვება მსმენელს, არის 70 ქულა, იმ პირობით, რომ საბოლოო ტესტირება-გასაუბრების  შეფასება არ უნდა იყოს 25 ქულაზე ნაკლები.