ვიდეო გალერეა
ჟვანიას სკოლამ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან სასწავლო პროცესი დაიწყო
22 და 23 ივლისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისთვის მარნეულის, დმანისისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო.
მარნეულში, პირველ ეტაპზე გადამზადდება 28 სასულიერო პირი, ხოლო დმანისსა და საგარეჯოში 10-10 სასულიერო პირი. სახელმწიფო ენის სწავლების პირველ საჩვენებელ გაკვეთილსა და პროექტის გახსნას დაესწრნენ ჟვანიას სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი.