ვიდეო გალერეა
ჟვანიას სკოლამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ პაატა კლდიაშვილმა, რეგიონული სასწავლო ცენტრების კოორდინატორმა ბექა ტაბუცაძემ და გარდაბნის რეგიონული სასწავლო ცენტრის ადმინისტრატორმა თეა მანძულაშვილმა მუნიციპალიტეტის მერს რამაზ ბუდაღაშვილს, მერის მოადგილეებს რევაზ ეგაძესა და დუნიამალ გაჯიევს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებსა და არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებს სკოლის სასწავლო პროგრამების, საქმიანობისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში მოხდა საჯარო მოხელეთა გადამზადების კუთხით არსებული საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა, ანალიზი, ასევე ისაუბრეს არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, მხარეებმა სამომავლო თანამშრმლობის გეგმები დასახეს.