ვიდეო გალერეა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახალ სახელმძღვანელოებს ქმნის
ამჟამად დასრულდა მუშაობა სახელმწიფო ენის სწავლების B1+ დონის ორ ახალ სახელმძღვანელოზე, რომლებიც წარმოადგენენ „მენეჯმენტის" და „ფინანსები და შესყიდვების" დარგობრივი ლექსიკით გამდიდრებულ ქართული ენის სახელმძღვანელოებს.
სახელმძღვანელოების აპრობაციის პროცესში ჩართულნი არიან მსმენელები საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან: ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა და მარნეული. მსმენელთა ნაწილი დასაქმებულია მენეჯმენტის, ფინანსებისა და შესყიდვების სფეროში და პროგრამის წარმატებით დასრულება უდავოდ შეუწყობს ხელს მათ შემდგომ კარიერულ წინსვლაში. პროგრამის მსმენელები არიან, ასევე არაქართულენოვანი სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეები, რომელთაც სურვილი აქვთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა გააგრძელონ ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის მიმართულებით და პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ 1+4 ფორმატის საბაკალავრო პროგრამის წარმატებით ათვისებაში.
B1+ დონის „მენეჯმენტის" და „ფინანსები და შესყიდვების" დარგობრივი ლექსიკით გამდიდრებულ ქართული ენის პროგრამაზე ჩარიცხული იქნა 20 მსმენელი, რომელთაგან კურსი წარმატებით დაასრულა და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა 16 მსმენელს.