ფოტო გალერეა
ჟვანიას სკოლამ ეუთოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ეუთოს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლები ეროვნული უმცირესობის საკითხებში - უფროსი მრჩეველი მარკ ფუმაგალი, უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლაურენტიუ ჰადირკა, პროექტის კოორდინატორი მიხაელ ანგერმანი და პროგრამის მენეჯერი ქალბატონი ნინო გოგოლაძე ჟვანიას სკოლის საქმიანობას გაეცნენ.
ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ, კონსტანტინე სირბილაძემ სტუმრებს სკოლის მიზნები გააცნო, ასევე განიხილეს ის ძირითადი მიმართულებები და პროექტები, რომლებსაც სკოლა ახორციელებს ეროვნული უმცირესობებისათვის.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ეროვნული უმცირესობების ერთიან სახელმწიფო სივრცეში ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვანია სწორედ სახელმწიფო ენის სწავლება, რასაც სკოლა წარმატებით ახორციელებს.