სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ფოტო გალერეა

სახელმწიფო ენის სწავლება ყვარელწყალში.

: 2017-04-07
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2017 წლის 7 თებერვალს ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ყვარელწყალში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრში დაიწყო სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განხორციელება. ჟვანიას სკოლა კახეთის რეგიონში, კერძოდ: ახმეტაში, ლაგოდეხსა და თელავში აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს 2016 წლიდან. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხორციელდება ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით, სამი დონის - A1, A2, და B1 ფარგლებში. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქართული ენა ან გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით. პროგრამით სწავლება ხორციელდება სკოლის 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა (ლაგოდეხი, ახმეტა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, დმანისი, გარდაბანი, წალკა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო) და მობილურ ჯგუფებში, რაც გულისხმობს სწავლებას ცენტრებს გარეთ. პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით 2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 5891-მა ბენეფიციარმა. ჟვანიას სკოლა გეგმავს თანამშრომლობის გაგრძელებას იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საზოგადოებრივ ცენტრებთან ამ მიმართულებით და აპირებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განხორციელებას საქართველოს სხვა რეგიონებში.