სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ფოტო გალერეა

ჟვანიას სკოლაში UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტის მორიგი ეტაპი დაიწყო

: 2022-12-06
ჟვანიას სკოლაში UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტის მორიგი ეტაპი დაიწყო ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეთნიკური უმცირესობების ქალებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგობრივი ტერმინოლოგიის სწავლებით, დასაქმებასა და უნარების გაუმჯობესებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ განხორციელების მესამე ეტაპი დაიწყო. სწავლების პროცესში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 20 ქალი ჩაერთო. კურსის მიმდინარეობისას ისინი გაეცნობიან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქართულენოვან დარგობრივ ტერმინოლოგიას, რომელიც სპეციალურად მათთვის შემუშავდა და, ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში შესაბამისი უნარების განვითარების/ტრენინგისა და დასაქმების შესაძლებლობებს. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სამი სამუშაო შეხვედრა-სემინარი IT სფეროსა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებსა და დარგობრივი ქართული ენის ტრენერებთან. შეხვედრები დაეთმო ქართული ენის საპილოტე სექტორული ტერმინოლოგიის სასწავლო მოდულის შემუშავებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. სწავლის პროცესი 16 დეკემბერს დასრულდება. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.