ფოტო გალერეა
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საბაზისო პროგრამას
ჟვანიას სკოლა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში
საბაზისო პროგრამას ახორციელებს
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საბაზისო პროგრამას "მოხელის მენეჯერული უნარები" და "პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება".
კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: სტრატეგიული მართვა - დაგეგმვა; მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა; გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე; პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა; საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალება.
სწავლება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სადაც მონაწილეობას იღებს 116 საჯარო მოხელე.
პირისპირ მეცადინეობა მიმდინარეობს თბილისსა და ქუთაისში ქვემო-ქართლის და იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის.
პარალელურად სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში სხვადასხვა ჯგუფებთან.