ფოტო გალერეა
მემორანდუმი გაფორმდა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და პრაღის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტს (ჩეხეთის რესპუბლიკა) Institute for Public Administration Prague შორის.
მემორანდუმი გაფორმდა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და პრაღის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტს (ჩეხეთის რესპუბლიკა) Institute for Public Administration Prague შორის.
ჟვანიას სკოლის დირექტორის ქეთევან ჯაყელისა და პრაღის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის დირექტორის ანნა დალოჟალოვას (Anna Doležalová) მიერ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.
მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო/სატრენინგო პროგრამებით გათვალისწინებული სასწავლო კურსების განხორციელებისათვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებას, მსმენელების, ადმინისტრაციისა და ტრენერებისათვის საერთაშორისო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობას.
მემორანდუმის ხელმოწერას, ასევე, დაესწრო ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიკა რაქვიაშვილი.