ფოტო გალერეა
2022 წლის 13 სექტემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა ეროვნული უმცირესობების საჯარო მოხელეებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე ,,დეცენტრალიზაცია’’
2022 წლის 13 სექტემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა ეროვნული უმცირესობების საჯარო მოხელეებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე ,,დეცენტრალიზაცია’’, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: დეცენტრალიზაციის სტრატეგია; ადგილობრივი თვითმართველობის ევროპული პრაქტიკა; უფლებამოსილებების გადანაწილება.
ლექცია ჩატარდა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში „საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი საჯარო მოხელეებისთვის პროფესიული უნარების, ზოგადი და დარგობრივი ენის კომპეტენციების განვითარებას, სამუშაო სივრცეში მათ მიერ სახელმწიფო ენის წარმატებით გამოყენების ხელშეწყობას, ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ სივრცეში. პროგრამაში ჩართულია 26 საჯარო მოხელე 3 მუნიციპალიტეტიდან (ნინოწმინდა, დმანისი და გარდაბანი).