სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ISO 9001:2015

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2018 წლის დეკემბერში განახლებული საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტის ISO9001:2015 მოთხოვნებთან შესაბამისობის სასერტიფიკაციო აუდიტი გაიარა და სერტიფიკატიც მოიპოვა.

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლამ პირველად 2015 წელს დაიწყო ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა და იმავე წელს მოიპოვა ISO9001:2008 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიკატი.

ISO წარმოადგენს დამოუკიდებელ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც შედგება 165 წევრისგან,მათ შორის არის GEOSTM - საქართველოს სტნადარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოც.

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ხარისხის მართვის სისტემის მიმართ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისათვის.

ძლიერი ხარისხის მართვის სისტემის მიზანს წარმოადგენს: 

  • ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის/მომსახურების უწყვეტად მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მომსახურების/პროდუქტის ხარისხის მუდმივად გაუმჯობესების შესაძლებლობა, მომხმარებელთა კმაყოფილების მისაღწევად და შესანარჩუნებლად

ხარისხი არის პროდუქტის ან მომსახურების შემადგენლობისა და მახასიათებლების შეფარდება მისდამი არსებულ მოთხოვნებთან. ხოლო, ხარისხიანი პროდუქტი/სერვისი არის ისეთი პროდუქტი/სერვისი, რომელიც შესაბამისობაშია მომხმარებელთა, საკანონმდებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ბაზრის არსებული კონიუნქტურისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში.

2014 წლიდან ჟვანიას სკოლა ფუნქციონირებს განახლებული სასწავლო პროგრამებით და მომხმარებელს სთავაზობს კვალიფიკაციის ამაღლების სერვისს ორი მიმართულებით:

1. ,,სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა”, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ  და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის,  ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქართული ენა ან გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით.

2. ,,საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება". პროგრამა მოიცავს გრძელვადიან კომპლექსურ, მოკლევადიან სპეციალიზებულ და მოკლევადიან სპეციალიზებულ გასვლით კურსებს.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აუმჯობესებს საკუთარი საქმიანობის ეფექტურობას და მაქსიმალურად უსაბამებს მას ხარისხის საერთაშორისო მოთხოვნებსშესაბამისად, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას.

 

 

 


  ISO 9001:2008 - იხილეთ ბმული
  ISO 9001:2015 - იხილეთ ბმული