პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
პროგრამის სამიზნე ჯგუფი
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერად მუშაობის მსურველი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ავტორიზებული ან/და აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარული სპეციალობის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის მქონე ან ამავე ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან /და მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ჰუმანიტარული მეცნიერებების აკადემიური ხარისხის მქონე პირს ან პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია ქართული ენისა და ლიტერატურის/ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების.
აპლიკანტები შერჩევის წესი
რეგისტრაციის ვადები და პროცედურა
რეგისტრაცია იწარმოებს ერთი თვის ვადაში - 2021 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 5 იანვრის ჩათვლით 18:00 საათამდე
აღნიშნული პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა.
საკონტაქტო ინფორმაცია
სსიპ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
სახელმწიფო ენის სწავლების და ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი.
მობ: 577 37 82 37
ნინო ჩაკვეტაძე
ელ-ფოსტა:zspa@zspa.ge
გისურვებთ წარმატებებს!