სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მოქალაქეთა ეფექტური მომსახურების ტექნოლოგიები


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს მოქალაქეთა ეფექტური მომსახურების ტექნოლოგიები.  კურსი განკუთვნილია საჯარო სამსახურში შუა რგოლის მენეჯერებისა და წინა ხაზის თანამშრომლებისათვის, რომელთა უშუალო კომპეტენციაში / ყოველდღიურ საქმიანობაში შედის მოქალაქეების მომსახურეობა ან აქვთ ხშირი კონტაქტი მოქალაქეებთან. კურსი გათვლილია როგორც მომსახურეობის მიწოდების პროცესში უშუალოდ, ასევე ირიბად ჩართული საჯარო მოსამსახურეებისათვის.


კურსის მიზანია საჯარო მოსამსახურეების, კერძოდ შუა რგოლის მენეჯერებისა და წინა ხაზის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება საჯარო სერვისის მნიშვნელობისა და სპეციფიკის შესახებ, საჯარო სექტორში ეფექტური მომსახურეობის პარამეტრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ეფექტური მომსახურეობის აუცილებელი კომპონენტების გაცნობა და შესაბამისი ტექნიკების საბაზისო პრაქტიკული უნარების გამომუშავება.

  • ეფექტური მომსახურების საჭიროება და მნიშვნელობა პროფესიულ საქმიანობაში;
  • მომსახურების ძირითადი პრინციპები და სტანდარტები;
  • მომსახურების სპეციფიკა საჯარო სამსახურში;
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია - კომუნიკაციის მოდელი;
  • საუბრის მართვის ტექნიკები: აქტიური მოსმენა, შეკითხვების დასმა;
  • კომუნიკაციის პროცესში არავერბალური სიგნალების მნიშვნელოვნება;
  • სატელეფონო კომუნიკაციისა და მომსახურების სპეციფიკა;
  • ნეგატიური ინფორმაციის გადაცემის ტექნიკა;
  • რთულ, უკმაყოფილო მომხმარებლთა მომსახურების სპეციფიკა. 

სწავლის ხანგრძლივობა: 2 დღე 

კურსის მოცულობა:  14 საათი  

სწავლების ენა: ქართული

1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.

50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

80 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მოქალაქეთა ეფექტური მომსახურების ტექნოლოგიები კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge;

599 21 39 43