სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობაში. კურსი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან სწორად მოამზადონ საქმიანი დოკუმენტები და შეძლონ გამართული საქმისწარმოება ელექტრონულ სისტემაში.
კურსი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას.
კურსის მიზანია საჯარო მოხელეთათვის საქმიანი ურთიერთობისას საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება; საქმიანი ქაღალდების მომზადება ენობრივი ნორმების გათვალისწინებით; საქმიწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზება; საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შესწავლა; გაუღრმავოს ცოდნა საქმისწარმოების ეფექტურად წარმართვის მიმართულებებით; აღჭურვოს მსმენელები, იმ უნარ-ჩვევებით რომლებიც დაეხმარება მათ საჯარო სამსახურში საჭირო ზეპირი თუ წერილობითი კომუნიკაციისას; მოამზადონ საქმიანი ქაღალდები სათანადო წესების გათვალისწინებით; ეფექტურად გამოიყენონ საქმისწარმოების დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, რაც აუცილებელია თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისთვის.
სწავლის ხანგრძლივობა: 4 დღე
კურსის მოცულობა: 24 საათი
სწავლების ენა: ქართული
ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.
1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration
2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასეთის არსებობის შემთხვევაში); სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.
50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;
80 ლარი(ერთი დღე)-მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება
ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
საბანკო კოდი - TRESGE22
მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119
გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ირინე გეგუჩაძე
i.geguchadze@zspa.ge
599 21 39 43