სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

სამოქალაქო მშენებლობა, ნორმები და ტექნიკური ზედამხედველობის განხორცილება


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან (24 საათი) ტრენინგ კურსს სამოქალაქო მშენებლობა, ნორმები და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება. კურსი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება სამოქალაქო მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში და დაინტერესებულები არიან ეფექტურად და წარმატებით განახორციელონ ამ სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობა. კურსი დაეხმარება ამ დარგის, როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ სპეციალისტებს.

კურსი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას.


კურსის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებსა და საჯარო სტრუქტურებში, ადგილობრივი ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურების თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება, და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება ტექნიკური ზედამხედველობის კუთხით. 


  • საჯარო მშენებლობის  ზედამხედველობის სამსახურის გარდაუვალი აუცილებლობა;
  • ტექნიკური ზედამხედველისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარჩვევები;
  • შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების დადგენისა და დეფექტური აქტის მომზადების ძირითადი მეთოდები;
  • შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის, ფორმა №3-ის გარჩევა, სამშენებლო აქტის ტიპები და კონტროლის მექანიზმები;
  • პროექტში ცვლილებების შეტანის სამართლებრივი პრინციპები.
  • სამშენებლო ტექნოლოგიების, სამუშაოთა მოცულობების და ხარისხის, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, შესაბამისობის კონტროლი.
  • შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა/კონტროლის მექანიზმები.
  • სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების პრევენცია, გამოუვალ სიტუაციებში საჯარიმო სანქციების სამართლებრივი ფორმები.

სწავლის ხანგრძლივობა: 4 დღე 

კურსის მოცულობა:  24 საათი  

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.


1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასეთის არსებობის შემთხვევაში); სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.


50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

80 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სამოქალაქო მშენებლობა, ნორმები და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge

599 21 39 43