სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს საბუღალტრო აღრიცხვაში.
კურსი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას.
კურსი მიზნად ისახავს ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი წესების, პირობების და ანგარიშთა გეგმის ცოდნას. ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის შესწავლა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საჯარო სექტორში დასაქმებულ ბუღალტრებს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია საჯარო სამსახურში ბუღალტრული აღრიცხვის თავისებურებებზე. კურსი მოიცავს მარაგებისა და ნაკადების ბუღალტრულ აღრიცხვას, ბიუჯეტის აღსრულებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით. კურსი არის პრაქტიკული სავარჯიშოებით გამდიდრებული და ორიენტირებულია მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე.
სწავლის ხანგრძლივობა: 3 დღე
კურსის მოცულობა: 18 საათი
სწავლების ენა: ქართული
ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.
1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration
2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასეთის არსებობის შემთხვევაში); სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.
50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;
80 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.
ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
საბანკო კოდი - TRESGE22
მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119
გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საბუღალტრო აღრიცხვა კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ირინე გეგუჩაძე
i.geguchadze@zspa.ge
599 21 39 43