სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს პროგრამულ ბიუჯეტში.
კურსი ინტერაქტიურია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას.
კურსი მიზნად ისახავს საჯარო მოხელეებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებულ პირთათვის პროგრამული ბიუჯეტის ძირითადი არსის, თეორიულ-სამართლებრივი ბაზის და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული ასპექტების გაცნობას. მიმოიხილავს საქართველოში პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლის ეტაპებს, საერთაშორისო გამოცდილებას, ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებს, პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიას და ამ კუთხით ბიუჯეტის დაგეგმვასთან, შესრულებასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებულ ასპექტებს.
სწავლის ხანგრძლივობა: 3 დღე
კურსის მოცულობა: 18 საათი
სწავლების ენა: ქართული
ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.
1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration
2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.
50 ლარი(ერთი დღე)-მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება
80 ლარი(ერთი დღე)-მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება
ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე
თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
საბანკო კოდი - TRESGE22
მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
ანგარიშსწორების ანგარიში -70769 7119
გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამული ბიუჯეტის კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ირინე გეგუჩაძე
i.geguchadze@zspa.ge
599 21 39 43