სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

კომუნიკაციის ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისათვის


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ კურსს კომუნიკაციის ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისათვის. კურსი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვთ ადამიანური რესურსების მართვის სისტემასთან და დაინტერესებულებნი არიან ეფექტურად და წარმატებით განახორციელონ კომუნიკაცია თანამშრომლებთან. 


კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს კომუნიკაციის დანიშნულება ადამიანური რესურსების მართვის პროცესებში, სწავლების პროცესით სტუდენტები გაიგებენ რა საკომუნიკაციო არხები გამოიყენება ეფექტიანი ურთიერთობისთვის, ისწავლიან პიროვნული და პროფესიული განვითარების ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, სიტუაციური მენეჯმენტის კომპონენტებს. შეძლონ ეფექტიანი მართვის ფსიქოლოგიური მიდგომის გამოყენება, სიტუაციური გადაწყვეტილებების სწორად მიღება, პროფესიული წინსვლის სამოტივაციო სისტემის შექმნა, საქმიანი ურთიერთობების ეფექტიანად წარმოება.  


  • კომუნიკაციის განმარტება, ელემენტები
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის ფაქტორები
  • პიროვნების ფსიქოლოგია
  • საქმიანი ურთიერთობები და მოლაპარაკების წარმოება  
  • პერსონალთან მუშაობის მეთოდები
  • პროფესიონალიზმის ფსიქოლოგიური მახასიათებლები
  • სიტუაციური მენეჯმენტის ფსიქოლოგიური კომპონენტები

სწავლის ხანგრძლივობა: 3 დღე; 

კურსის მოცულობა:  18 საათი  

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.

1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.

50 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

80 ლარი (ერთი დღე) - მომსახურებაში შედის სწავლება, სამჯერადი კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ კომუნიკაციის ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისათვის კურსზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge

599 21 39 43