სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა


„ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა“არის პროფესიული სასწავლო კურსი, რომელიც განკუთვნილია იმ პირთათვის, ვინც უშუალოდ არის ჩართული ან ხელმძღვანელობს ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას. კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან გზების, ხიდების, ადმინისტრაციული შენობების, წყალგაყვანილობებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობის უზრუნველყოფისათვის საჭირო კანონმდებლობას, რეგულაციებს და არსებულ პრაქტიკას, რაც მოიცავს სამშენებლო ნორმებს, პროცესის ორგანიზებას, ტექნიკური დავალებების ცვლილების განხორციელების პირობებს და სხვა. 

კურსის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებსა და საჯარო სტრუქტურებში, ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება, და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება ტექნიკური ზედამხედველობის კუთხით. მისცეს მონაწილეებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ, ჯგუფური სამუშაოებისა და სავარჯიშოების საშუალებით, ასევე, ობიექტებზე გასვლითა და პრაქტიკული მაგალითების მიღებით, განივითაროონ თავიანთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

შეისწავლონ სამოქალაქო მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები, გაითავისონ ზედამხედველის უფლება-მოვალეობები. გაიღრმავონ ცოდნა საავტომობილო გზების მშენებლობის საკითხებზე. შეძლონ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება მოქმედი ნორმების დაცვით. გაიუმჯობესონ წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროს მშენებლობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობასთან დაკავშირებული უნარები. შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და დანერგვა.

  • გზების მშენებლობისა და კეთილმოწყობის ტექნიკური ზედამხედველობა 
  • სამოქალაქო მშენებლობა (ადმინისტრაციული შენობები, საბავშვო ბაღები და სხვა), ნორმები და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება
  • სასმელი წყლის მაგისტრალების მშენებლობა და მათი ტექნიკური ზედამხედველობა 
  • სამოქალაქო განათლება და ეთიკის საფუძვლები 


სწავლის ხანგრძლივობა: 2 კვირა;

ლექციები ჩატარდება კვირაში 6-ჯერ, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00-დან 16:00-მდე; 

კურსის მოცულობა: 66 საათი

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.

1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.


665 ლარი-მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

980 ლარი-მომსახურებაში შედის სწავლება, კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება-სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის დარგობრივი მიმართულების დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: სწავლის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ სასწავლო კურსებში უნდა ჩააბარონ პროგრამით გათვალისწინებული გამოცდები. 


ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge

599 21 39 43