„საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია“ არის პროფესიული სასწავლო კურსი, რომელიც ემყარება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამართლებრივ და მეცნიერულ პრინციპებს. კურსი განკუთვნილია, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირთათვის, რომლებიც ჩართულნი არიან საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში, აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და სურვილი გაიღრმავონ ცოდნა, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის შექმნას.
კურსის მიზანია მისცეს მსმენელს ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია PR სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე წარმატებული მუშაობისათვის და შეძლოს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და დანერგვა. შეუქმნას ნათელი წარმოდგენა PR-ის, მისი მნიშვნელობის, ბაზისური ელემენტების, შემადგენელი ნაწილებისა, მთავარი ცნებებისა და ძირითადი ასპექტების, ღონისძიებათა მართვის პრინციპების შესახებ. გამოუმუშაოს პიარ საკომუნიკაციო აქტივობებისა და კომუნიკაციის ჩამოყალიბების უნარები. გააცნოს მსმენელს კომუნიკაციის დანიშნულება საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესებში. შეასწავლოს PR სტრატეგიის თავისებურებები პოლიტიკაში, პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნება და მისი მეთოდოლოგიის ძირითადი საკითხები
სწავლის ხანგრძლივობა: 2 კვირა;
ლექციები ჩატარდება კვირაში 6-ჯერ, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00-დან 16:00-მდე;
კურსის მოცულობა: 66 საათი
სწავლების ენა: ქართული
ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.
1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration
2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
665 ლარი-მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;
980 ლარი-მომსახურებაში შედის სწავლება, კვება და სასტუმროში განთავსება.
ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
საბანკო კოდი - TRESGE22
მიმღების დასახელება - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119
გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაციის დარგობრივი მიმართულების დამამთავრებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: სწავლის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ სასწავლო კურსებში უნდა ჩააბარონ პროგრამით გათვალისწინებული გამოცდები.
ირინე გეგუჩაძე
i.geguchadze@zspa.ge
599 21 39 43