სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ფინანსების მართვა და შიდა აუდიტი საჯარო სექტორში


„ფინანსების მართვა და შიდა აუდიტი საჯარო სექტორში“არის პროფესიული სასწავლო კურსი, რომელიც განკუთვნილია, როგორც საჯარო სექტორში და სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულ იმ პირთათვის, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის ფინანსური ოპერირების პროცესში და აქვთ სურვილი გაიღრმავონ ცოდნა, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის შექმნას.

კურსის მიზანია მსმენელი უკეთ გაეცნოს, შეისწავლოს და დაეუფლოს საჯარო ფინანსების ძირითად საკითხებს: ბიუჯეტის შედგენა-შესრულების ტექნიკა და ორგანიზება; არასაკმარისი ფულადი რესურსების მობილიზაცია, დროისა და გაურკვევლობის პირობებში მისი განაწილება; ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ღონისძიებების შემუშავება და ფინანსური სისტემის განვითარების თანამედროვე ტენდენციები. პროგრამის ფარგლებში მსმენელები ასევე შეისწავლიან: ბუღალტრული აღრიცხვის წესებს; ფინანსური ანგარიშების არსს; კომპონენტებს და ელემენტებს; აუდიტის ჩატარებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას. 

  • ფინანსების მართვა შიდა აუდიტი საჯარო სექტორში 
  • პროგრამული ბიუჯეტი 
  • საბუღალტრო აღრიცხვა 
  • შიდა აუდიტი 
  • სამოქალაქო განათლება და ეთიკის საფუძვლები 

სწავლის ხანგრძლივობა: 2 კვირა;

ლექციები ჩატარდება კვირაში 6-ჯერ, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00-დან 16:00-მდე; 

კურსის მოცულობა: 66 საათი

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.

1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.

665 ლარი-მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

980 ლარი-მომსახურებაში შედის სწავლება, კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება-სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფინანსების მართვა და შიდა აუდიტი საჯარო სექტორში დარგობრივი მიმართულების დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: სწავლის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ სასწავლო კურსებში უნდა ჩააბარონ პროგრამით გათვალისწინებული გამოცდები

ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge

599 21 39 43