სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში


„ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში“არის პროფესიული სასწავლო კურსი, რომელიც განკუთვნილია როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის მოქმედი სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და სურვილი გაიღრმავონ ცოდნა, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის შექმნას ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვაში.

კურსის მიზანია მსმენელს უკეთ გააცნოს და შეასწავლოს უკეთ დაგეგმოს და შეასრულოს  ადამიანური რესურსების მართვის ოთხი ძირითადი ფუნქცია: ორგანიზება-დაგეგმვა; ორგანიზაციაში შემოსვლის მართვა; სამუშაოს მართვა;  ორგანიზაციიდან გასვლის მართვა. 

  • ადამიანური რესურსების მართვა 
  • საქმისწარმოება და ელ-მმართველობა 
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია 
  • სამოქალაქო განათლება და ეთიკის საფუძვლები

სწავლის ხანგრძლივობა: 2 კვირა;

ლექციები ჩატარდება კვირაში 6-ჯერ, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00-დან 16:00-მდე; 

კურსის მოცულობა: 66 საათი

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.


1. მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration

2. მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი  დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს  B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.


665 ლარი-მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;

980 ლარი-მომსახურებაში შედის სწავლება, კვება და სასტუმროში განთავსება.

ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი - TRESGE22

მიმღების დასახელება-სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119

გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.


სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება საჯარო სექტორში დარგობრივი მიმართულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: სწავლის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ სასწავლო კურსებში უნდა ჩააბარონ პროგრამით გათვალისწინებული გამოცდები.

ირინე გეგუჩაძე

i.geguchadze@zspa.ge

599 21 39 43