„საჯარო ორგანიზაციების მართვა“ არის პროფესიული სასწავლო კურსი, რომელიც ფოკუსირებულია საჯარო სექტორში ორგანიზაციული მენეჯმენტის განხორციელებაზე და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საქმიანობის სწორად და ეფექტურად წარმართვაზე.
კურსის მიზანია მსმენელი უკეთ გაეცნოს და შეისწავლოს მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლები, საჯარო მმართველობის ძირითადი პრინციპები და შედეგზე ორიენტირებული მართვის თანამედროვე მეთოდოლოგია. ჩამოუყალიბდეს და განუვითარდეს მენეჯერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, მათ შორის სტრატეგიული აზროვნების უნარი. მოახერხოს ორგანიზაციის ეფექტურად მართვა და განვითარება. აღიჭურვოს იმ აუცილებელი ინსტრუმენტებით, რომელიც უზრუნველყოფს მენეჯერის მაღალ ეფექტურობასა და წარმატებას. ზუსტად განსაზღვროს თავისი ადგილი და ფუნქცია საჯარო დაწესებულება/სამსახურში და ზუსტად განსაზღვროს მისდამი დაქვემდებარებული პირების ფუნქცია და უფლება-მოვალეობები.
სწავლის ხანგრძლივობა: 2 კვირა;
ლექციები ჩატარდება კვირაში 6-ჯერ, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00-დან 16:00-მდე;
კურსის მოცულობა: 66 საათი
სწავლების ენა: ქართული
ტრენინგის ჩატარების ადგილი ქუთაისი.
1.მონაწილეობის მსურველი ვალდებული არის გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე - http://www.zspa.ge/registration
2.მსმენელმა რეგისტრაციის გავლის დროს დამატებით უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის B1 დონის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სხვა შემთხვევაში მსმენელი ვალდებულია ჩააბაროს B1 დონის შესაბამისი სახელმწიფო ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდა.
665 ლარი-მომსახურებაში შედის მხოლოდ სწავლება;
980 ლარი-მომსახურებაში შედის სწავლება, კვება და სასტუმროში განთავსება.
ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა განხორციელდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
საბანკო კოდი - TRESGE22
მიმღების დასახელება-სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
ანგარიშსწორების ანგარიში - 7 0769 7119
გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ: სწავლის საფასური.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საჯარო ორგანიზაციების მართვის დარგობრივი მიმართულების დამამთავრებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: სწავლის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ სასწავლო კურსებში უნდა ჩააბარონ პროგრამით გათვალისწინებული გამოცდები.
ირინე გეგუჩაძე
i.geguchadze@zspa.ge
599 21 39 43