სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლის დირექტორი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში DISPA - ს გაფართოებულ სხდომას ესწრება

ჟვანიას სკოლის დირექტორი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში DISPA - ს გაფართოებულ სხდომას ესწრება

: 2023-10-25
: სიახლეები

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების ქსელის(DISPA) წლიური გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი და სკოლის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრის თემაა „ევროპული ტექნიკური თანამშრომლობა, როგორც ინოვაციური საჯარო პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა". განხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა „სწავლის გამოცდილება კომპეტენციების მიხედვით",„როგორ ვისწავლოთ ინოვაციური საჯარო პოლიტიკის შემუშავება". ასევე, ევროპელი კოლეგების მიერ ჩატარდა პრეზენტაციები თემაზე: „საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის სტრატეგიების მოდელები საჯარო მმართველობის ევროპულ ინსტიტუტებში."

ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა, ასევე, ორმხრივი შეხვედრები გამართა ღონისძიების მასპინძელთან - ესპანეთის საჯარო ადმინისტრირების ეროვნული ინსტიტუტის(INAP) დირექტორთან კონსუელო სანჩეს ნარანჯოსთან, საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის(EIPA) გენერალურ დირექტორთან მარკო ონგაროსთან, პრაღის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის დირექტორთან ანნა დალოჟალოვასა და პოლონელ კოლეგასთან, ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის(KSAP) დირექტორთან ვოიჩეხ ფედერჩუკთან. შეხვედრებისას განხილული იქნა სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები.

ვიზიტის შედეგად, ინოვაციური საჯარო პოლიტიკის შემუშავების სწავლების ევროპული გამოცდილების გაზიარებით, შესაძლებელი იქნება სკოლის მიერ ამ მხრივ ახლებური სისტემის შექმნა.