სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში პროგრამის ,,ეთნიკური უმცირესობების  წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაცია“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

ჟვანიას სკოლაში პროგრამის ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტეგრაცია“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

: 2023-09-07
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამაში ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელიახალგაზრდების ინტეგრაცია" საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა 30-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობაახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიდან.

10 დღის განმავლობაში მსმენელები სატრენინგო პროცესთან ერთად ჩაერთნენ როგორც შემეცნებით - საგანმანათლებლო, ასევე სოციალურ აქტივობებში, გაეცნენ ქართულენოვან საზოგადოებას, გარემოს, გაიზიარეს თანატოლების გამოცდილება, განივითარეს სწრაფი ადაპტაციისა და ქართულ ენაზე კომუნიკაციის უნარები, მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო სერვისებსა და განათლების მიღების შესაძლებლობებზე, თავიანთ უფლებებზე, დაცულობასა და მულტიკულტურიზმზე.

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიმართა დასკვნითი ღონისძიება და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.