: 2023-09-07 : სიახლეები |
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკლვლევის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში ,,ეთნიკური უმცირესობების ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე" კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი სხდომა ჟვანიას სკოლის ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტში გაიმართა. წარმოდგენილი ანგარიში ასახავდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუშაობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ადრეული და სკოლამდელი განათლების, ასევე ზოგადი და უმაღლესი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელმისაწვდომობა.
სხდომის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ და დეპუტატებმა ახალქალაქის რეგიონული სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ სასწავლო პროცესს და ჟვანიას სკოლის მსმენელებს გაესაუბრნენ.
სასწავლო ცენტრში ასევე გაიმართა შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.