სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ დეზინფორმაციის სასწავლო კურსი განახორციელა

ჟვანიას სკოლამ დეზინფორმაციის სასწავლო კურსი განახორციელა

: 2023-07-19
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა საჯარო მოსამსახურეებმა დეზინფორმაციის სასწავლო კურსი გაიარეს.

კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა : დეზინფორმაციის წარმოშობის ისტორია, კატეგორიები და ფორმები, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და დეზინფორმაციით ზემოქმედების ფორმები, დეზინფორმაციით გამოწვეული პრობლემები, საფრთხეები და გამოწვევები.

სატრენინგო პროცესის მიმდინარეობისას მსმენელები დეტალურად გაეცნენ, თუ რა არის დეზინფორმაცია, სად შეიძლება შეგვხვდეს და როგორ განვასხვავოთ ცრუ ინფორმაცია ნამდვილისგან. ასევე, რა შედეგი შეიძლება მოგვცეს დეზინფრომაციამ და როგორ ვებრძოლოთ მას.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.