სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლამ სემეკთან და ააიპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ჟვანიას სკოლამ სემეკთან და ააიპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

: 2023-07-14
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას,სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და ააიპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ენერგეტიკის სფეროში ჟვანიას სკოლის მსმენელების, მათ შორის ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების, ცნობიერების ამაღლებისთვის კომისიის წარმომადგენლების მიერ ცენტრის ბაზაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი პროფესიული, სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, პროგრამების, კურსების, სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით თანამშრომლობა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა,სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და ააიპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.