სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას განაგრძობს

ჟვანიას სკოლა საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას განაგრძობს

: 2023-05-17
: სიახლეები
ჟვანიას სკოლა საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას განაგრძობს.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს სპეციალურად მათზე მორგებულ სასწავლო კურსს სთავაზობს, რომელიც მსმენელებს ახალ გარემოსთან ადაპტაციასა და ინტეგრაციის პროცესში ეხმარება.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში საანბანო კურსი 167-მა უკრაინელმა უკვე დაასრულა. მათთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ასევე, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესში ჩაერთო უკრაინის მოქალაქე 103 მსმენელი, რომელთაც სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი შეხვდა.