: 2023-05-16 : სიახლეები |
ჟვანიას სკოლაში ,,საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის" მუნიციპალური მართვის სპეციალიზებული კურსის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ,,საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის" მესამე, მუნიციპალური მართვის სპეციალიზებული კურსის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროგრამა მოიცავდასამ სასწავლო კურსს. მასში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საჯარო მოხელეები ჩართული იყვნენ ნინოწმინდის, ახალქალაქისა და დმანისის მუნიციპალიტეტებიდან. მსმენელებმა თეორიულ ნაწილთან ერთად გაიარეს პრაქტიკული ნაწილი იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებში.
,,საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის" მიზანიაეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი საჯარო მოხელეებისთვის პროფესიული უნარების,ზოგადიდადარგობრივი ენისკომპეტენციების განვითარება,სამუშაო სივრცეში მათ მიერ სახელმწიფო ენის წარმატებით გამოყენების ხელშეწყობა და ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ სივრცეში.