: 2023-05-01 : სიახლეები |
ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართული არიან საგარეჯოს, ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის, ბორჯომის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების დირექტორები, შესაბამისი სკოლებისშენობების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები.
პროგრამას სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, რომლის დასრულების შემდეგაც მსმენელები აიმაღლებენ კვალიფიკაციას სამოქალაქო ტიპის შენობა-ნაგებობების მოვლა/პატრონობის კუთხით, ასევე შეძლებენ საქართველოში მოქმედი ნორმებისა და რეგულაციების დაცვით დაგეგმონ და აღრიცხონ შესასრულებელი სამუშაოები.
პროგრამის პრაქტიკული ნაწილი ქუთაისის N23 და N30 საჯარო სკოლებში ჩატარდა.