სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა მონაწილეობა მიიღო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომლის მიზანი იყო საქართველოში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებებისა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შეხვედრაზე წარდგენილი იყო სახელმწიფოს მიერ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, ასევე უვიზო რეჟიმის ფარგლებში უკრაინელთათვის შემუშავებული სოციალური სერვისები. საუბარი შეეხო ჟვანიას სკოლის მიერ განათლების მიმართულებით შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებს.
ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის, რომელთა ინტეგრაციის საკითხი დღეისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.