სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესს აგრძელებს თბილისის ,,მეგობრობის სახლში

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესს აგრძელებს თბილისის ,,მეგობრობის სახლში

: 2023-03-23
: სიახლეები
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირებას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესს აგრძელებს თბილისის ,,მეგობრობის სახლში."
ამ ეტაპზე ,,მეგობრობის სახლში" ქართული ენის საწყისი კურსის ფარგლებში სწავლა დაიწყო თბილისში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების 22-მა წარმომადგენელმა. მათ ჟვანიას სკოლისგან საჩუქრად გადაეცათ სახელმძღვანელოები.
მსმენელებს ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის პროგრამის მენეჯერი მაია გოზალიშვილი, თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი და თბილისის ,,მეგობრობის სახლის" დირექტორი ნანა ნიკოლაძე შეხვდნენ.