: 2023-03-16 : სიახლეები |
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში დაიწყო ტრენინგკურსი ,,სკოლის შენობისა და მისი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა".
სწავლება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. მასში ჩართული არიან საჯარო სკოლების დირექტორები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სასწავლო შენობების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირები.
პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სწავლის პროცესი 2 თვის განმავლობაში ჰიბრიდულ რეჟიმში განხორციელდება და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: სამშენებლო ინფრასტრუქტურის აღწერა; კომუნალური ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია;გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება; უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სკოლის სათავსოებისაღჭურვილობის მოწყობისა და განლაგების უზრუნველყოფა;დასუფთავების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებთან სწორი კომუნიკაცია; ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვა.
ტრენინგკურსის დასრულების შედეგად მსმენელები აიმაღლებენ კვალიფიკაციას სამოქალაქო ტიპის შენობა-ნაგებობების მოვლა/პატრონობის კუთხით, ასევე შეძლებენ საქართველოში მოქმედი ნორმებითა და რეგულაციების დაცვით დაგეგმონ და აღრიცხონ შესასრულებელი სამუშაოები.