: 2023-03-07 : სიახლეები |
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაში განჯალიდან, ყარაჯალასა და კაბალიდან 40-მდე მსმენელი ჩაერთო. ბენეფიციარები პრეტესტის ჩაბარებისა და გასაუბრების შედეგად 5 ჯგუფში გადანაწილდნენ.
მობილური ჯგუფების საშუალებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების მოსახლეობას მიეცა შესაძლებლობა, დაეუფლოს სახელმწიფო ენას ჟვანიას სკოლის მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამების დახმარებით.
სწავლის პროცესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.