სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლა სწავლებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მობილური ჯგუფების საშუალებით ახორციელებს

ჟვანიას სკოლა სწავლებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მობილური ჯგუფების საშუალებით ახორციელებს

: 2023-02-21
: სიახლეები

ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებას რეგიონული სასწავლო ცენტრების გარდა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მობილური ჯგუფების საშუალებით ახორციელებს.

მობილური ჯგუფების მეშვეობით კიდევ უფრო გაიზარდა სკოლის მიერ შეთავაზებული სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგებლებისთვის.

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ქართულ ენას სამცხე-ჯავახეთში მოქმედ 23 მობილურ ჯგუფში 200-მდე მსმენელი სწავლობს.