სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჟვანიას სკოლაში UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტის მორიგი ეტაპი დაიწყო

ჟვანიას სკოლაში UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტის მორიგი ეტაპი დაიწყო

: 2022-12-06
: სიახლეები

ჟვანიას სკოლაში UNESCO- მიერ დაფინანსებული

პროექტის მორიგი ეტაპი დაიწყო

 

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეთნიკური უმცირესობების ქალებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგობრივი ტერმინოლოგიის სწავლებით, დასაქმებასა და უნარების გაუმჯობესებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა" განხორციელების მესამე ეტაპი დაიწყო.

 

სწავლების პროცესში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ20 ქალი ჩაერთო. კურსის მიმდინარეობისას ისინი გაეცნობიანსაინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქართულენოვან დარგობრივ ტერმინოლოგიას,რომელიცსპეციალურად მათთვის შემუშავდა და, ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში შესაბამისი უნარების განვითარების/ტრენინგისა და დასაქმების შესაძლებლობებს.

 

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სამი სამუშაო შეხვედრა-სემინარი IT სფეროსა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებსა და დარგობრივი ქართული ენის ტრენერებთან. შეხვედრები დაეთმო ქართული ენის საპილოტე სექტორული ტერმინოლოგიის სასწავლო მოდულის შემუშავებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს.

 

სწავლის პროცესი 16 დეკემბერს დასრულდება. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.