: 2022-12-05 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლებს ნინო გაგუასა და ნანა კიკნაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიაწიგნიერების სფეროში საელჩოს მიერ მხარდაჭერილ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოში განათლების სისტემის განვითარებასა დახელმისაწვდომობისზრდას.
ჟვანიას სკოლისთვის ცნობილია აშშ-ის საელჩოს ხედვა განათლების დონის გაუმჯობესების მიმართულებით. სკოლას USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელების პრაქტიკა აქვს.
როგორც ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, სკოლის ბენეფიციარების წიგნიერების უნარების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე მათთვის უწყვეტი პროფესიული და კარიერული წინსვლის სისტემის შემუშავებისთვის, დამატებითი რესურსების მობილიზებაიგეგმება.